რუსთავში ავარიის დროს ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა 3 ადამიანი

2025-05-21 19:12:32

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს “ტოიოტას” ორი და “სუბარუს” მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები