გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამით, სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ მოხდა.
მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი დაცვის პოლიციის თანამშრომელია, თუმცა რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.