"ტვ-პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2025-05-12 19:31:48

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ-პირველის“ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა. ჟურნალისტს მას თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.

წყარო:ინტერპრესნიუსი