მარნეულიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მინივენს მგზავრები გადაჰყავდა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ავტომობილიდან მგზავრებმა გადმოსვლა მოახერხეს და არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
ფოტო: 24news.ge