არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მასწავლებელი დააკავეს

2025-05-11 14:11:10

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე კაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 60 წლის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.