ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2025-05-11 14:01:14

თბილისში, "რატის ბარში" მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.