რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა [video]

2025-05-10 17:47:44

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს სამი ავტმობილი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი პარკინგიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას მგზავრებით სავსე შიდასაქალაქო მიკროავტობუსი შეეჯახა, შემდეგ კი მსუბუქი ავტომობილი ინერციით ასევე პარკინგზე მდგომ "ტოიოტას" მარკის მანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 მიკროავტობუსის მგზავრი. მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.