პოლონეთში, მკვლელობის მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 37 წლის კაცი ყოფილ ხელმძღვანელს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა. კომპანიის მენეჯერის თქმით, დაკავებული მას ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და ჩააბეტონებდა.
საქართველოს მოქალაქეს ბრალდება უკვე წარუდგინეს და მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.