მარნეულში, თხრილში ჩავარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

2025-05-09 19:38:11

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას თხრილში ორი მამაკაცი ჩავარდა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა, მეორე პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებული მუშა იყო.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.