მეორე დღეა მდინარეში 19 წლის გოგოს ეძებენ

2025-05-09 11:48:45

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ. საძიებო სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.