მდინარეში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

2025-05-09 15:38:29

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფიც.

19 წლის გოგონას ძებნა გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.