რუსთავში ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა

2025-05-08 14:09:12

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.