რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე ცეცხლი "მერსედესის" მარკის ავტომობილს გაუჩნდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.