კონკურს-ფესტივალი "ქართულის" გრანპრის მფლობელი ანსამბლი "ჯავარი" გახდა

2025-05-06 11:09:35

კონკურს-ფესტივალი "ქართულის" გრანპრის მფლობელი ანსამბლი "ჯავარი" გახდა.

ფესტივალი 10 დღის განმავლობაში რუსთავის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 ანსამბლი მონაწილეობდა.

ჟიურის მიერ გამოვლენილი სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები:

საუკეთესო შემსრულებელი კაცი - დაჩი ბარბაქაძე

საუკეთესო შემსრულებელი ქალი - სალომე კეღოშვილი

საუკეთესო კოსტიუმირებული ჩვენება - "არტადონი" 

საშემსრულებლო ოსტატობა - ანსამბლი "მართვე"

საუკეთესო ქორეოგრაფიული ნახაზი - ანსამბლი "მარაბდა"

საუკეთესო ცეკვა "ქართული" - ანსამბლი "ჯავარი"

მე-3 ადგილი - ანსამბლი "ნატო", პრიზი 4000 ლარი

მე-2 ადგილი - ანსამბლი "კეღოშვილები", 6000 ლარი

1-ლი ადგილი - ანსამბლი "იბერი", 8000 ლარი

გრამპრის ფლობელი - ანსამბლი "ჯავარი", 10 000 ლარი