რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

2025-04-30 18:53:43

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალთან ერთმანეთს "ოპლეის" მარკისა და მართვის მოწმობის საგამოცდო ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.