ტაძრების გაქურდვის ბრალდებით კაცი დააკავეს

2025-04-30 17:15:45

ტაძრების გაქურდვის ბრალდებით კაცი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის კაცმა სააღდგომო დღეებში კახეთში რამდენიმე ტაძარი გაქურდა - წაღებულია ჯვრები, შესაწირ ყუთებში მოგროვილი თანხა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია შესაწირი ყუთდან წაღებული თანხა და საეკლესიო ნივთები.