ლოს ანჯელესში ქართველის მკვლელობისთვის 3 ქართველი დააკავეს

2025-04-28 21:23:31

ლოს ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები არიან 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი.

გამოძიების ცნობით, სამი მამაკაცი მოდებაძის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიჭრა, შემდეგ კი ისინი მოდებაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახლი მსხვერპლის კუთვნილ ნივთებთან ერთად დატოვეს.

სამართალდამცველებს მოდებაძე თავის არეში მიყენებული ფატალური ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი დახვდათ.

მედიის ცნობით, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვიტანილების დაკავება თავდასხმიდან რამდენიმე საათში, FBI-ს დახმარებით მოახერხეს.