რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი წელსაც ჩატარდება

2025-04-28 14:36:26

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში წელსაც ჩატარდება.

ცენტრალურ პარკში სიმპოზიუმის ორგანიზების შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით სხვადასხვა ტექნიკური დავალების გარდა ცნობილია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სიმპოზიუმში 12 მოქანდაკე მიიღებს მონაწილეობა და მათი ანაზღაურება, ისევე როგორც 2024 წელს, 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში იქნება.

სიმპოზიუმის ორგანიზებისთვის რუსთავის კულტურული პროექტების მართვის ცენტრს 432 560 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები