2026-06-18 17:38:04
რუსთაველმა ავტოდილერმა 50-მდე მოქალაქის ფული მიისაკუთრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანს იაპონიიდან ავტომობილის ჩამოყვანას დაჰპირდა, რისთვისაც მოქალაქეებს, საერთო ჯამში მილიონ ლარამდე თანხა ჩაარიცხინა, თუმცა პირობა არ შეუსრულებია.
მომხდართან დაკავშირებით რუსთავის პოლიციამ კაცი დააკავა და მას ბრალი უკვე წარადგინა. დაკავებულს ბრალად ედება თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი, რისთვისაც თავისუფლების აღკვეთა 9 წლით ემუქრება.
დაზარალებულთა ნაწილიმა სამართალდამცავებს მიმართეს, ნაწილი კი მომავალში აპირებს.