რუსთაველ ძიუდოისტს, გიორგი სარდალაშვილს, რომელმაც მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადასცა.
ევროპის ჩემპიონს ჯილდო 26 აპრილს სპორტის სასახლეში ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ სარდალაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონის ტიტული 23 აპრილს 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.