მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და 3 ქვეითს დაეჯახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს 5 დაშავებული დახვდათ.
დაშავებულები მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსა და ავერსის კლინიკებში გადაიყვანეს.