რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა [video]

2025-04-25 23:35:29

რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. 

გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

კაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.