ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბოძს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ პირი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.