რუსთავის სასაფლაოებთან ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარ ხეებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.