ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის, ბათუმელების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
ერთი დაშავებული გადაყვანილია ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, მეორე კი ქობულეთის ევექსის კლინიკაში.