"ბოლო პერიოდში შეინიშნება წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო აცრაზე, მშობლების მხრიდან, უარის თქმა. გითხთრათ სიმართლე, მე ვერ ვხვდები რატომ. ამბობენ რომ თითქოსდა მიზეზი არის ის, რომ ეს ვაქცინა არის ინდური. დიახ ინდურია, ეს არის ქარხანა რომლიც იუნისეფის მიერ არის აკრედიტირებული და წლებია ამ ვაქცინას ვხმარობთ" - თემასთან დაკავშირებით, რუსთავის #2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პედიატრი, რუსუდან ადამია საუბრობს.
მისი თქმით, ცენტრში არ ყოფილა არასდროს შემთხვევა რაიმე გართულკება მოჰყოლოდა ვაქცინაციას.
რუსუდან ადამიას განმარტებით, ნებისმიერ ვაქცინას შესაძლოა თან ახლდეს მცირე ტემპერატურის მატება, "ცრუ" გამონაყარი თუმცა ეს სიმპტომები უმნიშვნელოა და მცირე დროში უკვალოდ ქრება.
რუსუდან ადამია მშობლებს ურჩევს, პატარებს ჩაუტარონ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, რათა თავიდან იქნას აცილებული ის სერიოზული გართულებები რასაც აღნიშნული ვისრუსი იწვევს.