თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში თეო ბარბაქაძემ გაავრცელა.
მისი თქმით, გოგოები მასთან იმყოფებიან.
გოგოების პოვნის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუდასტურა ერთ-ერთი მოზარდის დედამაც.
13 და 14 წლის გოგოებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.