რუსთავის-გაჩიანი გზიდან ავტომობილი გადავარდა [video]

2025-04-09 13:48:45

რუსთავი-გაჩიანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.