განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მიზანი მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება და უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებაა. უწყება ამბობს, რომ ჩინური ენის შესწავლაზე დიდი მოთხოვნაა:
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა. მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა. დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა. ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას", – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას