გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აპრილს 11:15 საათიდან 18:15 საათამდე ელექტროენერგია შუწყდებათ აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, 1 მაისის, სპორტის, მშენებელთა, წერეთელის, გოგებაშვილის, წმინდა ნინოს ქუჩებზე. 11:15 საათიდან 11:30 საათამდე და 18:00 საათიდან 18:15 საათამდე - აბონენტებს მარის არხის დასახლებაში, რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ბავშვთა და ფსიქიატრიული საავადმყოფოებს. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე - აბონენტებს მე-7 მიკრორაიონში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.