რუსთავში შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, 50 წლამდე ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, რომ პაციენტის მდომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.