ავტომობილი მდინარეში ჩავარდა, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 2

2025-03-31 13:13:05

ქედაში სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, "ტოიოტა" მარკის ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ორი დაშავებული კი ქედის რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.