რუსთავის მეტალურგიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ორი საამქროს, ფოლადსადნობისა და სორტულის, გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქცია გაიმართა.
400-მდე გაფიცულის მხარდასაჭერად აქციას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულები შეუერთდნენ
მეტალურგიის თანამშრომლები უკვე 10 დღეა გაფიცულები არიან და მათი მთავარი მოთხოვნაა: ხელფასების ზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
დასაქმებულები ხელფასების 400-დან 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ, კომპანიის მხრიდან კი შეთავაზებაა, 4 თვის განმავლობაში ეტაპობრივად 200 ლარით გაზრდა, რაზეც გაფიცულები ამბობენ, რომ მათვის მიუღებელია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ცდილობს დაუკავშირდეს საწარმოს ადმინისტრაციასაც, თუმცა ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდიან.
მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.