რუსთავის რაგბის კლუბმა "რუსთავმა" "კოლხი რაინდები" დაამარცხა

2025-03-30 13:06:31

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის დებიუტანტმა რუსთავის რაგბის კლუბმა "რუსთავმა" პრინციპული მეტოქე "კოლხი რაინდები" დაამარცხა.

შეხვედრა ანგარიშით 35-24 დამთავრდა და ამ მოგებით, გიორგი ზამბახიძისა და ბექა აქუბარდიას გაწვრთნილმა რუსთაველმა მორაგბეებმა პლეიოფში თამაშის შესაძლებლობა გაიმყარეს.

პირველი ლიგის დებიუტანტებს შემდეგი შეხვედრა თბილისურ გუნდთან "აკადემიასთან" 6 აპრილს ექნება.

შეხვედრა თბილისში "რაგბი პლატოს" მოედანზე ჩატარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები