რუსთავში შოჰეი ონომ მასტერკლასი ჩაატარა [video]

2025-03-24 17:21:16

რუსთავის სპორტის სასახლეში ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის  მასტერკლასი ჩაატარა.

ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონის შოჰეი ონოს მასტერკლას ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ძიუდოისტები და მათი მწვრთნელები დაესწრნენ.

მსოფლიო მნიშვნელობის სპორტსმენმა,  კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა.

ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში, მან ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუადვილი დაამარცხა.  

შოჰეი ონო საქართველოში პირველად ჩამოვიდა და რუსთავში მასტერკლასის გამართვამდე, თბილისის გრანდსლემსაც დაესწრო.