მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
თვითმხილველების თქმით, 26 მაისის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
კაცი ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.
ფოტო: Jeikhun Muhamedali