რუსთავში სად გაიმართება სომხეთ-საქართველოს მატჩის ჩვენება

2025-03-19 17:26:56

20 მარტს ერევანში ერთა ლიგის პლეი-ოფის სომხეთი-საქართველოს მატჩი გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება რუსთავის სპორტის სასახლეში მოეწყობა.

"რუსთავის სპორტის  განვითარების ცენტრის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დასწრება თავისუფალია.

სომხეთი-საქართველოს მატჩი 21:00-ზე დაიწყება.