რუსთაველი მოკრივე დავით ნარსია საქართველოს ჩემპიონია.
ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებმა მიიღეს.
უჩა მაისურაძის გაწრთვნილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 16 წლის რუსთაველმა მოკრივემ ფინალურ შეხვედრაში ევროპის პრიზიორი და საქართველოს ორგზის ჩემპიონი თემო პავლიაშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.