რუსთაველმა სპორტსმენმა, ოთარ ბერიძემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში ჩატარდა.
შალვა მამაცაშვილის მიერ გაწვრთნილმა MMA-ის სპორტსმენმა 52 კგ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ფინალამდეც მივიდა.
ფინალი პოლონელ მეტოქესთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.