რუსთავში, ახალაშენებული კორპუსიდან მოქალაქემ ბავშვის ველოსიპედი მოიპარა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"თუ ვინმე იცნობს ამ უნამუსო კაცს, გთხოვთ დროულად დამიკავშირდით. ახალაშენებულ კორპუსში ასე უსირცხვილოდ მოიპარა პატარა ბავშვის ველოსიპედი და გგონია შეგრჩება? იცნობდეთ ამ უსირცხვილო მამისტოლა კაცს, რომელმაც გადაწყვიტა შემოპარულიყო ჩიპიან კორპუსში და სართულიდან გაეტანა ველოსიპედი. იფრთხილეთ, არაფერი დატოვოთ. ჩანაწერები გადაცემულია პოლიციას," - ნათქვამია პოსტში, რომელსაც თანდართული აქვს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწრები.