რუსთავი-თბილისის მუნიციპალურ ავტობუსში ინცინდენტი იყო.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი თბილისიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც შარტავას გამზირზე მგზავრებს შორის კონფლიქტი მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ტრანსპორტში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირბას, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შარტვას გამზირზე, პრევენციის მიზნით, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.