ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 18 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად რუსთავში დაბინძურებული ჰაერია.
ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 29.96მკგ/მ3 , PM10-ის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია 47.92მკგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 43.08 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 69.34 მკგ/მ3.
გარემოს ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ18 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.