გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს.
ალაზირ ირზაევის მანქანას ბენზინი გვიან ღამით, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაასხეს.
ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მათი ცნობით, ბიზნესმენი ანგარიშსწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: ტვ პირველი