იტალიაში ქართველი კაცი დააკავეს

2025-02-11 17:01:04

იტალიაში სახლების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულ ქართველს ბრალად ედება ორი სახლის ქურდობა.

იტალიური მედია წერს, რომ ერთ-ერთი ბინის ქურდობის დროს ქართველი უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

სამართალდამცავებმა მამაკაცი ქუჩაში აიყვანეს, რა დროსაც თან ახლდა კიდევ ორი ქართველი, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ იტალიაში.