თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მანქანა ქალს დაეჯახა და ამობრუნდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ქვეითი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
ფოტო: მთავარი არხი