ბათუმში დაკარგული ბავშვის მამა ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
"ალექსანდრე მამი სად ხარ აქამდე ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ…", - ამბობს დაკარგული ბიჭის მამა მიმართვაში.
შეგახსემენბთ, რომ ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ, ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.