შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.