რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდას დაეჯახა [video]

2025-02-02 23:53:56

რუსთავში ავტომობილი გოგოს დაეჯახა [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი 25 წლამდე ახალგაზრდას ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინფო რუსთავი" დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარებას აზუსტებს.