როგორი ამიდი იქნება უახლოეს დღეებში

2025-01-31 15:48:14

1-3 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
 უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
 ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +10, +12  გრადუსი დაფიქსირდება.
 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.