რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2025-01-28 19:53:38

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, სააკაძის, მშენებელთა, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;     

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.